Wednesday, August 28, 2013
Friday, August 9, 2013
სამოქალაქო განათლების ბანაკი 2013
მოგესალმებით! სანამ ახალ სასწავლო წელს დავიწყებთ და ახალ ღონისძიებებს შემოგთავაზებთ, მანამდე 2013 წლის 18-დან 23 ივლისამდე მოეწყო ბაზალეთის სატრენინგო ცენტრში სამოქალაქო განათლების ბანაკი, სადაც ქალაქ ხაშურის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განთლების კლუბის ლიდერი საბა ჭავჭავაძეც იმყოფებოდა. ბალაკში სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია სასწავლო ღონისძიებები ჩატარდა. დიდი მადლობა ქალაქ ხაშურის სამოქალაქო განთლების კლუბის სახელით: "USAID-ს," "სიქას", "მზიან სახლსა" და "PH international" "საზოგადოება ბილიკს".
ჯანმრთელობის კვირეული
5 აპრილს ხაშურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოაწყეს მსვლელობა პირველი საჯარო სკოლიდან ქალაქ ხაშურის საავადმყოფომდე, ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით. საავადმყოფოში შეხვედრა გაიმართა კლინიკურ მენეჯერთან ბატონ თემურ მძინარაშვილთან, ასევე ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ბატონ დავით ჩიქოვანთან. კლუბის წევრებმა ჯანდაცვასთან დაკავშირებით მომზადებული ბუკლეტები დაარიგეს. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მსვლელობის ამსახველი ვიდეო მასალა ჩვენი კლუბის გვერდზე: https://www.facebook.com/1SkolaClub
არა თამბაქოს!
29 მარტს ქალაქ ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივეთ ჩატარდა ღია გაკვედილი ტემაზე: "არა თამბაქოს". გაკვეთილი მეათე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგომა ქალბატონმა მარინა რატიანმა. გაკვეთილის მიზანი იყო სტურმრებისთვის და ასევე მოსწავლეებისთვის გაგვეცნო თუ რა ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თამბაქო.
Thursday, August 8, 2013
შეხვედრა ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტში
22 მარტს ხაშურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები შეხვდნენ ქალაქ ზუგდიდის კლუბ "დეას" წევრებს. შეხვედრა საინტერესო და საჭირო იყო.
რა? სად? როდის? (პირველი ეტაპი)
21 მარტს ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" პირველი ეტაპი. მონაწილობა მიიღეს მერვე "ა", მერვე "ბ" და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებას მიაღწია მერვე "ა" კლასმა. პირველი ეტაპის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ მეათე, მეთერთმეტე "ა" და მეთერთმეტე "ბ".
არჩევნები
ჩვენი არჩევნები დამთავრდა. ჩვენ ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები გვქონდა და ღირსეულმაც გაიმარჯვა. შედეგები კი ასეთია: შემოვიდა სულ 113 ხმა, აქდან 2 გაბათილდა, №1 კარლო გურგენიძე-22,1%. №2 სალომე ლომიძე-24% №3 ნინო რომაშვილი-15% №4 ქეთევან ბარბაქაძე-38,9%
Subscribe to:
Posts (Atom)